LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა შოვში, ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

382
1691087719-365233407_676499377851751_4199779444048529830_n

მაშველებმა შოვში, ტყეში რამდენიმე ადამიანი იპოვეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, მოქალაქეები მაშველებთან ერთად უსაფრთხოდ არიან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ცუდი ხილვადობის გამო, მოქალაქეები მაშველებთან ერთად ღამით ტყეში დარჩებიან და მათი გამოყვანა დილიდან მოხდება.

შოვში მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.

შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

სასტუმრო „სანსეტ შოვი“: ჩვენი ინფორმაციით, ყველა ჩვენი სტუმარი და ადმინისტრაციის წევრი გადაურჩა სტიქიას და გადაყვანილები არიან უსაფრთხო ადგილას

ონის მერია სტიქიისა და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას ავრცელებს

„მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი, ღამეს ვერ გადაიტანენ…ძალიან გთხოვთ რამე ქენით, გამოგზავნეთ ერთი ვერტმფრენი მაინც” – ახალგაზრდა მამაკაცი დახმარებას ითხოვს

შოვშვი მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს – შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან 40-მდე ადამიანი გამოიყვანეს

ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. კურორტ შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც ადამიანები მოიყოლა.

ამავე თემაზე:

შოვში მეწყერი ჩამოწვა 

შოვში სტიქიის ზონიდან 12 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 5 ბავშვია

ვიდეო: შოვში მეწყერში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს

ვიდეო: „წუთი წუთზე თუ არ მოვლენ, 2-მეტრიანი ტალახია, ყველანი ჩავიხჩობით“ 

„ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას“ – მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g