ლონდონის „ჰილტონის”| სასტუმროში პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონია Variety Club Showbusiness Awards 2022 გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სტუმარი, ნაომი კემპბელი გახდა. ამ მნიშვნელოვანი დღისთვის 90-იანი წლების სუპერმოდელმა არჩევანი „ფენდის“ ულამაზეს ვერცხლისფერ ატლასის კაბაზე გააკეთა, რომელიც ბრენდის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციაშია შესული. კაბას ასევე ატლასის, ვერცხლისფერი ტონალობის პიჯაკი ჰქონდა შეხამებული.
52 წლის ნაომიმ ღონისძიება საპატიო პრიზიც მიიღო მოდის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ეს ჯილდო ბრიტანული „ვოგის“ ხელმძღვანელს, ედვარდ ენინფულსაც ერგო.
,,შავი გედი” შავებში – 52 წლის ნაომი კემპბელი ლონდონურ წვეულებაზე
„აშკარად ბავშვის მამაა“ – 52 წლის კემპბელი მალდივებიდან შთამბეჭდავი ფოტოების სერიას ავრცელებს