ჯენიფერ ლოპესმა, ბენ აფლეკთან ერთად, საშობაო წვეულებას უმასპინძლა, რომელიც უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გაიმართა. მალევე მომღერალმა „ინსტაგრამზე“ კულისებში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და კიდევ ერთხელ ყველა შოკში ჩააგდო. 54 წლის მისის აფლეკი ბრწყინავდა წითელი ფერის, ტანზე მომდგარ კაბაში, ანსამბლს ჯეი-ლომ წითელი ტუჩსაცხი და რეტრო სტილის ვარცხნილობა შეუხამა. მისი ანსამბლის ერთადერთი დეკორი, წითელი ვარდი გახლდათ, რომელიც კაბაზე ჰქონდა მიმაგრებული.
ფოტოებზე ჯენიფერ ლოპესი პირად სტილისტთან ერთად, საგრიმიორო ოთახში პოზირებს. მომღერალმა გვაჩვენა, როგორ ისწორებს ის მაკიაჟს. ჯენიფერ ლოპესმა თავისი საგრიმიორო ოთახის საყვარელი ნივთი, სარეჟისორი სკამი გვაჩვენა, სადაც უამრავ საათს ატარებს, სასურველი ვარცხნილობისა და და მაკიაჟის მოლოდინში.