ზოგჯერ შეიძლება ვერ იყო საუკეთესო ფორმაში, მაშინაც კი, როცა ჯეი ლო ხარ. 54 წლის ლოპესი დილით ადრე, ლოს-ანჯელესში მდებარე სპორტდარბაზიდან გამოსვლის დროს გადაიღეს. არტისტი მაკიაჟის გარეშე იყო წარმოდგენილი. ამ დღეს მას შავი „ლეგინსები“, ჰუდი-ტოპი და სპორტული ფეხსაცმელი ეცვა.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ჯენიფერი ვარჯიშს ძალიან დიდ დროს უთმობს და არანაირ საკვებზე არ ამბობს უარს.
„ის ყველაფერს ჭამს, ჭამს ტონას, ნაყინსაც კი და მაინც, მსოფლიოში ყველაზე გასაოცარ ქალად რჩება“, – განაცხადა მეუღლის ფორმებით აღფრთოვანებულმა ბენ აფლეკმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ადელის კონცერტზე ამღერებული ჯეი ლო და არტისტის უახლესი, შოკისმომგვრელი ფოტოები