LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

56 წლის ჯეი ლოს თვალწარმტაცი ფოტოები – ვარსკვლავი ტრიუმფისთვის ემზადება

160
page

ახლოვდება ჯენიფერ ლოპესის ახალი კინოპროექტის, „ქალი-ობობას კოცნის“ პრემიერა. 10 ოქტომბერს 56 წლის არტისტი და მსახიობი მრავალფეროვანი საცეკვაო და მუსიკალური ნომრებით წარდგება მსოფლიოს წინაშე.

ჯენიფერი ემზადება მსოფლიო პრემიერისთვის. ამჯერად მან „ინსტაგრამზე“ მწვანე ხალათში გადაღებული ფოტო გაავრცელა, მეორე ფოტოში კი ის ელეგანტური „ლუქით“ პოზირებს და შეუდარებლად გამოიყურება.

ფილმში – Kiss of the Spider Woman შესრულებული როლით, ჯენიფერ ლოპესი შესაძლოა ,,ოსკარის” ნომინანტი პირველად გახდეს

ცნობისთვის, ფილმში შესრულებული როლით, მან კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. მათი თქმით, ბილ კონდონის ნამუშევარში, ჯენიფერ ლოპესი შეუდარებელია, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა პრესტიჟული კინომოვლენების, მათ შორის „ოსკარის“ ნომინანტი გახდეს.

,,როლი, რომლისთვისაც ჯენიფერ ლოპესი დაიბადა” – ფილმის Kiss of the Spider Woman თრეილერი გამოვიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები