საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი, მომღერალი და მოდელი, კარლა ბრუნი „კანის კინოფესტივალის” საპატიო სტუმარი გახდა. რიგით 78-ე ფესტივალზე კარლამ „რობერტო კავალის” ულამაზეს შინდისფერ კაბაში გაიბრწყინა, ეს გახლდათ ხავერდის კაბა ორიგინალური ხელნაკეთი დეკორაციებით. ლამაზმანი უეს ანდერსონის ახალი ფილმის „ფინიკიური სქემა” პრემიერას დაესწრო.
შინდისფერი კაბა იმდენად ეფექტური იყო, რომ მისი გამდიდრება აქსესუარებით საჭირო არ გამხდარა, ამიტომ 57 წლის კარლამ ანსამბლს სადა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კლატჩი შეუხამა.
A$AP Rocky კანის კინოფესტივალზე ორსულ რიანასთან ერთად მივიდა