ლოს-ანჯელესში სერიალის, Margo’s Got Money Troubles გადაღებები მიმდინარეობს. შოუში ისეთი მსახიობები იღებენ მონაწილეობას, როგორებიც მიშელ პფაიფერი, ელე ფენინგი და ნიკოლ კიდმანი არიან, სწორედ ამ უკანასკნელის გამოჩენამ გადასაღებ მოედანზე მოახდინა დიდი ფურორი.
ნიკოლი ჭრელ სამოსში იყო გამოწყობილი. მას ლურჯი კაბა და წითელ კოლჰოტი ეცვა. მის „ლუქს“ კი კიკინები ასრულებდა. ერთ სიტყვით, 57 წლის კიდმანი 10 წლით გაახალგაზრდავებულად გამოიყურებოდა.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე მისი უკანასკნელი ფილმი, ეროტიკული ტრილერი „პატარა გოგოა“. კიდმანმა აღნიშნული ფილმისთვის, „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია დაიმსახურა კატეგორიაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“.
უმშვენიერესი ნიკოლ კიდმანის პიკანტური „ლუქები“ W magazine-თვის



