59 წლის ვენსან კასელი ახალი წლის დღეებს ნარა ბაპტისტასთან ერთად ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში, იახტაზე ატარებს. მათთან ერთად არიან კასელის ქალიშვილი, დევა და ერთი წლის ვაჟი, კაეტანო.
დასვენების ამსახველი ფოტოები „ინსტაგრამზე“ 29 წლის მოდელმა გააზიარა. კადრებში ის ყავისფერ ბიკინიში მეგობრებთან ერთად პოზირებს. საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტოები კი საკმაოდ პიკანტურია.
აღსანიშნავია, რომ დევა კასელი უკვე მეორედ ატარებს დროს მამასთან და მის საყვარელ ქალთან ერთად. რამდენიმე თვის წინ ოჯახი ერთად ისვენებდა, სადაც მათ დევას პარტნიორი, მსახიობი სოლ ნანი შეუერთდა.
ვენსან კასელი და ნარა ბაპტისტა შვილის სახეს აღარ მალავენ – უსაყვარლესი კაეტანოს პირველი ფოტოები