60 წლის ფლორიდელმა კაცმა აზიდვებში მსოფლიო რეკორდი მოხსნა. როგორც სააგენტო UPI იუწყება, ამერიკელმა ერთ საათში 3264-ჯერ მოასწრო აზიდვა და გინესის რეკორდების წიგნში საპატიო ადგილი დაიკავა.
რობ სტერლინგმა პირველობისთვის ბრძოლა მაშინ გადაწყვიტა, როცა გაიგო, რომ რეკორდი ავსტრალიელ დენილ სკალის ეკუთვნოდა, სკალიმ 2022 წლის აპრილში 3182 აზიდვა დააფიქსირა.
სტერლინგის თქმით, სკალის რეკორდი მან ჯერ კიდევ მაშინ გააუმჯობესა, როცა მაიამის კონფერენციას ესწრებოდა. მისი მიზანი მინიმუმ 3200 აზიდვა იყო, რათა გინესის წიგნში მოხვედრილიყო.
სამომავლოდ კი ის გეგმავს, რომ ერთ წუთში გაკეთებული აზიდვების რეკორდიც მოხსნას და 60 წამში 144 აზიდვა დააფიქსიროს.