მონიკა ბელუჩი ამჯერად ჩინური „ელლის“ გარეკანზე ბრწყინავს. 60 წლის ლამაზმანი შეუდარებელია „კარტიე“ ბრენდის სამკაულებში და სხვადასხვა ფოტოზე ის განსხვავებულ სამოსსა და სამკაულს ირგებს. ყველა ფოტოზე, რომელიც დღეს გავრცელდა ინტერნეტში, მონიკა შავ სამოსში პოზირებს. ზოგან მას დეკოლტირებული შავი კლასიკური კაბა, ზოგან კი, ექსტრავაგანტური სამოსი აცვა.
ყველაზე ეფექტური ალბათ მაინც შავი საღამოს კაბაა, რომელიც „კარტიეს“ თვლებით არის გაფორმებული, ძვირფას სამკაულს შორის, ყურადღებას იქცევს მწვანე თვლებით გაფორმებული კოლიე, ბრილიანტის სამაჯური და საყურეები.
ასეთი მონიკა ბელუჩი ჯერ არ გინახავთ – 60 წლის ლამაზმანი ბოროტმოქმედის როლში
ფოტო/ვიდეო: მონიკა ბელუჩის ტიმ ბარტონი კულისებში დარჩა – შეყვარებული წყვილის უახლესი გამოჩენა