ბრედ პიტს გასული კვირა საკმაოდ დატვირთული ჰქონდა. ის ჯერ მეხიკოში, ფილმის, „ფორმულა 1“-ის პრემიერაზე იმყოფებოდა, შემდეგ კი ფოტოობიექტივის წინაშე, ნიუ-იორკის ქუჩებში თავის შეყვარებულთან ერთად, არაერთხელ მოხვდა. 61 წილს ბრედის ყოველი გამოჩენა საოცრად შთამბეჭდავი იყო.
„გვიშველეთ!“ – 61 წლის ბრედ პიტის „ლუქების“ ცვენა წითელ ხალიჩაზე
ცოტა ხნის წინ, პიტმა და დე რამონმა საღამო ჯიჯი ჰადიდისა და ბრედლი კუპერის გარემოცვაში გაატარეს. წყვილებმა „ორმაგი პაემანი“ ნიუ-იორკის პოპულარულ კორეულ რესტორან, Cote-ში მოაწყვეს.
ამ დღეს 61 წლის ბრედს აბრეშუმის, ლავანდისფერი პერანგი და მუხლზე გახეული ჯინსის შარვალი ეცვა. 32 წლის ინესს კი ღია კრემისფერი კაბა ამშვენებდა. რაც შეეხება ბრედლისა და ჯიჯის, ისინი ყოველდღიურ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი.
ვარსკვლავური ოთხეული საკმაოდ ხალისიანად გამოიყურებოდა და, როგორც ჩანს, შესანიშნავად ატარებდა დროს.
უზომოდ შეყვარებულები – ჯიჯი ჰადიდისა და ბრედლი კუპერის უსაყვარლესი ფოტოები ლოს-ანჯელესიდან
ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შესახებ მრავალწლიანი დუმილი დაარღვია – GQ-ს ინტერვიუ










