LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

70 მილიონი: საქართველოში გოლფის საერთაშორისო სტანდარტების მოედანი მოეწყობა

317

საქართველოში გოლფის საერთაშორისო სტანდარტების მქონე მოედანი მოეწყობა. სწორედ ამ მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთსა და სოფელ ტაბახმელას (მთაწმინდის რაიონი) შორის არსებულ ტერიტორიაზე, 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ”ინფო რუსთავი” ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, თელეთიდან ტაბახმელამდე არსებულ ტერიტორიაზე გოლფის საერთაშორისო სტანდარტების მქონე 18 წერტილიანი მოედანი გაკეთდება. რამდენიმე ჰექტარზე რომელიც ინვესტორმა უკვე შეიძინა, გოლფის მოედნის გარდა, განთავსდება კოტეჯები, კვების ობიექტები, მაღაზიები და მცირე სასტუმროები.

როგორც ”ინფო რუსთავი” წერს, ინვესტორები პროექტის განსახორციელებლად და კომპლექსის ასაშენებლად 70 მილიონ დოლარის ჩადებენ. ამ ეტაპზე მშენებლობის დასაწყებად მოსამზადებელი სამშაოები უკვე მიმდინარეობს, გოლფის მოედნების მოწყობა 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს ინვესტიცია მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, გარდა ამისა, კომპლექსზე ათეულობით ადამიანი დასაქმდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები