LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

76 წლის ელტონ ჯონს გადაადგილებაში მეგობარი მამაკაცი ეხმარება – წყვილი შვილებთან ერთად იახტაზე ისვენებს

430
page

ელტონ ჯონი მეგობარ მამაკაცთან, დევიდ ფერნიშთან და შვილებთან, 12 წლის ზაჰარისთან და 10 წლის ელაიჯასთან ერთად სამოგზაუროდ საფრანგეთში გაემგზავრა. 76 წლის არტისტი იახტაზე გადაიღეს.  მას გადაადგილება უჭირდა. იქვე იყო დევიდ ფერნიში, რომელიც მას გვერდიდან არ შორდებოდა და გადაადგილებაში ეხმარებოდა. ლეგენდარული მომღერალი, როგორც ყოველთვის გემოვნებიანი „ლუქით“ გამოჩნდა. მას „გუჩის“ მწვანე შორტი და ცისფერი პერანგი ეცვა.

„გუჩირებულები“ და კვლავ შეყვარებულები – 75 წლის ელტონ ჯონი და მისი მეუღლე პაემანზე ერთნაირი ტანისამოსით გამოჩნდნენ

შეგახსენებთ, ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა 52 წლიანი კარიერა დაასრულა. მომღერალმა თავისი უკანასკნელი ტურნეს ბოლო კონცერტი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართა.

ვიდეო: „თქვენ მუდამ დარჩებით ჩემს გონებაში, გულსა და სულში“ – ელტონ ჯონმა 52 წლიანი კარიერა დაასრულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები