დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა 76 წლის ფიტნესის მოყვარულმა გაამხილა, როგორ ახერხებს ფორმისშენარჩუნებას თავის ასაკში. მან Daily Mirror-ის ჟურნალისტებს იდეალური კეთილდღეობის საიდუმლოებები გაუმხილა.
ჯეინ ტურნელ-რიდი მიიჩნევს, რომ არასდროს არის გვიან ვარჯიშის დაწყება. მისი თქმით, ეს უფრო მნიშვნელოვანია ხანდაზმული ადამიანებისთვის, ვიდრე ახალგაზრდებისთვის: ძლიერი კუნთები დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დაზიანებები დაცემის დროს, რისიც ეშინიათ ხანდაზმულებს. ის ასევე ურჩევს რეგულარულ ვარჯიშს, რადგან ის აუმჯობესებს ტანადობას, ეხმარება წონის დაკლებაში და ამაღლებს თავდაჯერებულობას.
ბრიტანელი დიეტის დაცვასაც ურჩევს. ის თავად ვეგეტარიანელია, მაგრამ არ ამტკიცებს, რომ მისი კვების სისტემა სხვებზე უკეთესია. იმ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან როგორ დაიწყონ უფრო ჯანსაღი კვება, ურჩევს უარი თქვან არაჯანსაღ საკვებზე და დაამატონ მეტი ჯანსაღი საკვები: დალიოთ მეტი წყალი, მიირთვათ ერთი მუჭა თხილი, ბოსტნეული ყოველდღე და ა.შ.
ტურნელ-რიდმა განაცხადა, რომ მან თავად სპორტდარბაზში სიარული დაიწყო, როდესაც 60 წელს გადაცდა.
ახლა ის ყოველ კვირას ველოსიპედით 64 კილომეტრს გადის და ყოველდღე დადის სპორტდარბაზში. ის წევს 77 კილოგრამიან შტანგას და აქვს ამბიციური მიზანი, ყოველთვის ასწიოს თავის ასაკზე მეტი წონა.