LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„8 კილოგრამი თვენახევარში, კიდევ 2 კგ დამრჩა – მაია ასათიანი გამომწერებს წონაში კლების საიდუმლოს უმხელს

700
Untitled design - 2024-03-26T163812.635

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი მაია ასათიანი გამომწერებს წონაში კლების საიდუმლოს უმხელს.

როგორც მაია აღნიშნავს, ზედმეტი წონის პრობლემას ცხოვრებაში პირველად შეეჯახა, მანამდე მთელი ცხოვრება წონაში მომატებას ცდილობდა.

მისი თქმით, წონაში მატება სამსახურიდან წამოსვლამ განაპირობა.

„ტვ-დან რომ წამოვედი, სტრესის გამო, ჰორმონალური პრობლემები მქონდა. 10 კილოგრამი მოვიმატე და ვერაფრით ვიკლებდი“, – ამბობს მაია.

მისივე განცხადებით, ჩაიტარა გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი მინერალები ზღვარს ქვემოთ იყო.

„დავიწყე მკურნალობა, ვარჯიში, სირბილი, დიეტა და ეს შედეგიც დადგა. – 8 კილოგრამი თვენახევარში, კიდევ 2 კგ დამრჩა“, – წერს მაია ასათიანი და დასძენს, რომ „თუ წონაში ვერ იკლებთ, აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g