LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 რჩევა, რომელიც თქვენს ურთიერთობას 2022 წელს კიდევ უფრო გააძლიერებს

52
sparklers-new-years-resolutions-2018

ახალი წელი საუკეთესო დროა იმისთვის, რომ თქვენი ურთიერთობის გაძლიერებაზე იზრუნოთ.
დაწყებული ერთად მეტი დროის გატარებით, მეტ გულწრფელობასა და ღიაობასთან ერთად, წყვილების ფსიქოლოგები 8 მნიშვნელოვან ფაქტორს გამოყოფენ.

1. გაატარეთ მეტი დრო ერთად
დაისახეთ მიზნად, მეტი რამის კეთება ერთად. მსგავსი მიდგომა კიდევ უფრო მეტად დაგაახლოებთ.

2. წადით პაემნებზე
გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ წელს კიდევ უფრო მეტ პაემანზე წახვიდეთ. არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენად ძვირადღირებულ ადგილს ესტუმრებით, მთავარია ის რომ დრო ერთად გაატაროთ.

3. იყავით უფრო გულწრფელები

ნაკლები საიდუმლო და მეტი კომუნიკაცია. დადეთ პირობა, რომ ერთმანეთს ყველაფერს ეტყვით და თქვენი ურთიერთობა აუცილებლად გაუმჯობესდება.

4. მიიღეთ ახალი გამოცდილება
გამოცადეთ ყველაფერი ახალი – ახალი კერძები, საინტერესო აქტივობები, ეგზოტიკური ადგილები, მოკლედ იყავით გახსნილი ყველაფრისთვის, რასაც კი ცხოვრება გთავაზობთ.

5. ფოკუსირდით ინტიმურობაზე
იარეთ ხელჩაკიდებულებმა, ხშირად აკოცეთ ერთმანეთს. მიწერეთ ერთმანეთს სასიყვარულო წერილები და გააკეთეთ მეტი სპონტანური რომანტიკული საქციელი.

6. გაატარეთ მეტი დრო ოჯახთან და მეგობრებთან, წყვილის ამპლუაში
აიყვანეთ თქვენი ურთიერთობა ახალ მწვერვალზე, მეგობრებთან და ოჯახთან ერთად დროის გატარებით. საყვარელ ადამიანებთან ყოფნით თქვენი წყვილი ძალიან გაძლიერდება.

7. თქვი „მიყვარხარ“ დღეში ერთხელ მაინც
ერთმანეთს სიყვარული დღეში ერთხელ მაინც უნდა აუხსნათ. შემდეგი 12 თვე იმისთვის გამოიყენეთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენი გრძნობები დაუმტკიცოთ.

8. გააკეთეთ სასიამოვნო რამე-რუმეები ერთმანეთისთვის
გააკეთეთ სასიამოვნო რამეები თქვენი მეორე ნახევრისთვის. იქნება ეს ვახშამი, ლამაზი მესიჯი თუ მოულოდნელი საჩუქარი, სულ მცირე რამეებსაც კი დიდი სიხარულის გამოწვევა შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები