ხანგრძლივი პაუზისა და უამრავი მოარული ჭორის შემდეგ, ინტერნეტში პირველად გამოჩნდა ლეგენდარული ალენ დელონის ფოტო.
ახალი ფოტო მსახიობის ვაჟმა, ფაბიანმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ოჯახი სრული შემადგენლობით შობას მყუდრო გარემოში ხვდება.
88 წლის კინოს ლეგენდას ხელში შამპანურის ჭიქა უჭირავს და ფანტასტიკურ ფორმაშია. მსახიობს ცისფერი როლინგი აცვია და მხნედ გამოიყურება.
ეს ყველაფერი კი გასულ წელს მოარული ჭორების საპირისპიროდ, როცა მედია წერდა, რომ ალენ დელონი ევთანაზიით იყო დაინტერესებული, რათა სიცოცხლე ამ გზით დაესრულებინა.
ფაბიან დელონმა გვაჩვენა, რომ ფრანგი ვარსკვლავის ოჯახში სრული იდილიაა და კინოს ლეგენდა შვილების გარემოცვაში, შობის მორიგ დღესასწაულს, ბედნიერი ხვდება.