LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელმა ჰაიეკი და პენელოპე კრუსი ბიონსეს ახალი დისკის გამოსვლას 20 წელი ელოდნენ

225
1254890

სელმა ჰაიეკმა ბიონსეს ახალი დისკის მისამართით, საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ცნობილი გახდა, რომ მექსიკელი მსახიობი და მისი ესპანელი კოლეგა, პენელოპე კრუსი ამერიკელი მომღერლის დიდი ხნის გულშემატკივრები არიან.

საქმე ისაა, რომ ჰაიეკმა ,,ინსტაგრამზე” კოვბოის ქუდში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელთაც ასევე კრუსთან ერთად, 2006 წლის კინოსურათის ,,ბანდიტები” გადასაღებ მოედანზე აღბეჭდილი კადრები დაურთო.

როგორც 57 წლის ვარსკვლავმა აღნიშნა, ის და მისი 49 წლის პარტნიორი საკულტო ვესტერნიდან, 42 წლის შემსრულებლისგან ამ თემატიკის ალბომს, 20 წელი ელოდნენ.

,,ძვირფასო ბიონსე, მე და პენელოპე 20 წელია ველოდებით ამ ალბომს! ლოდინად ღირდა“, – დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ ბიონსემ სამმოქმედებიანი პროექტის მეორე ნაწილი – Cowboy Carter, რომელიც მეტწილად ქანთრის, ასევე გოსპელის, რიტმ-ენდ-ბლუზის, როკისა და სხვა ჟანრების სინთეზია, 29 მარტს გამოუშვა.

ბიონსეს ახალ დისკში მაილი საირუსთან და Post Malone-თან დუეტები შედის – ვარაუდები არ გამართლდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები