ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, 19 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
„ფორტუნა“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს, ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
