LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეისბუკზე“ ათავსებდა პატივისა და ღირსების შემლახველ პოსტებს, რაც დაზარალებულში ფსიქიკურ ტანჯვასა იწვევდა“ – თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

160
ბრალდების წარდგენა

თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“, 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრის პერიოდში, პირადი უთანხმოების გამო, სისტემატურად ათავსებდა დაზარალებულის  პატივისა და ღირსების შემლახველ პოსტებს, რაც დაზარალებულში იწვევდა ფსიქიკურ ტანჯვასა და უქმნიდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას.

„ამის გამო, 2023 წლის 17 ოქტომბერს, დაზარალებულმა თვითმკვლელობის მიზნით, მარცხენა ზედა კიდურზე, ბასრი საგნის გამოყენებით მიიყენა დაზიანება და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 24 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით) და 151¹ მუხლის პირველი ნაწილით ( ადევნება – ელექტრონული საშუალებით სისტემატურად არასასურველი კომუნიკაცია რაც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და რაც პირს ცხოვრების წესის შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის) წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს უკვე მიმართა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔵 საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ➡️ შინაგან…

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g