პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მამაკაცის, ბრედ პიტის ახალი გულისსწორი, ინეს დე რამონი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში გადაიღეს. 34 წლის ინესს როგორც ყოველთვის ყოველდღიური სამოსი ეცვა, მას თეთრი მაისური, ჯინსის შარვალი და ყავისფერი ფეხსაცმელი ამშვენებდა.
ცნობისთვის, დე რამონი სამოდელო ბიზნესით დაინტერესდა და ბრენდ, UTER-ის შემოდგომა გაზაფხულის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოების გავრცელების შემდეგ, პიტის ახალ გულისსწორს ანჯელინა ჯოლის ამსგავსებენ და მის ორეულს უწოდებენ.
„როცა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებ, რომ ბრედ პიტის შეყვარებული ხარ“ – ინეს დე რამონის უახლესი ფოტოები