სანდრა ბულოკის მეუღლის, ბრაიან რენდელის გარდაცვალების შემდეგ, უკვე 8 თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში მსახიობი პაპარაცების ობიექტივში რამდენჯერმე მოხვდა. მედიის ცნობით, ის არ აპირებს გაჩერებას და ეკრანებზე დაბრუნებასაც გეგმავს.
ამჯერად 59 წლის მსახიობი დასავლეთ ჰოლივუდში, 14 წლის ვაჟთან, ლუ ბარდოსთან ერთად გადაიღეს, რომელიც მოკლე პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა სიმაღლეში და დედასაც გაასწრო.
ამ დღეს ოსკაროსანი მსახიობი ყოველდღიურ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, მას თეთრი მაისური და შავი სპორტული შარვალი ეცვა.
სანდრა ბულოკი და ჯენიფერ ენისტონი ცნობილი პლასტიკური ქირურგის კაბინეტიდან გამოსვლის დროს გადაიღეს
ცხოვრება გრძელდება – მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სანდრა ბულოკი კინოკარიერას უბრუნდება