იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილს წყლის ბოთლი მოუქნია.
დეკანოიძის ქმედება მაჭარაშვილის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს გამყიდველი უწოდა. “სამშობლო გაყიდეთ. მწარეა სიმართლე” – მიმართა დეკანოიძეს მაჭარაშვილმა.
დეკანოიძეს დარბაზი დაატოვებინეს.