მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა არტისტმა, ტეილორ სვიფტმა Billboard-ის მორიგი რეკორდი დაამყარა. ის ისტორიაში პირველი მომღერალი გახდა, რომლის სიმღერებიც Billboard Hot 100-ის ტოპ 14 ადგილს, ერთდროულად იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ყველა კომპოზიცია შემსრულებლის ახალი ალბომიდან The Tortured Poets Department არის, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ჩარტში პირველ ადგილს პოსტ მელონთან კოლაბორაცია, Fortnight იკავებს.
ტეილორ სვიფტმა ახალი ,,ორმაგი” ალბომი, The Tortured Poets Department გაავრცელა
ცნობისთვის, სულ მალე, 9 მაისს სვიფტის მუსიკალური ტურნე აიღებს სტარტს. იგი საფრანგეთში დაიწყება და ისეთ ქვეყნებში გაგრძელდება, როგორებიცაა: შვედეთი, პორტუგალია, ესპანეთი, შოტლანდია, ინგლისი, უელსი, ირლანდია, ნიდერლანდები, შვეიცარია, იტალია, გერმანია და ავსტრია. დასკვნითი საღამოთი კი სვიფტი 20 აგვისტოს, ლონდონში, უემბლის სტადიონზე შეკრებილი აუდიტორიის წინაშე წარდგება.
ტეილორ სვიფტის ევროპული კონცერტების სერია მაისიდან დაიწყება
.@taylorswift13 becomes the first artist in history to occupy the entire top 14 spots of the #Hot100 simultaneously:
— billboard charts (@billboardcharts) April 29, 2024
No. 1, “Fortnight” ft. @PostMalone
No. 2, “Down Bad”
No. 3, “I Can Do It With a Broken Heart”
No. 4, “The Tortured Poets Department”
No. 5, “So Long, London”
No.…