LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი ისევ ბენ აფლეკის გარეშე გამოჩნდა – ჯეი ლო Met Gala-ზე ბრწყინავდა

329
d7c9flty-720

ანა ვინტურის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე წლევანდელ Met Gala-ზე, ჯენიფერ ლოპესი იყო. ღონისძიების პრეფართის მსგავსად, ჯეი ლო ყველაზე მოდურ საღამოზეც ბენ აფლეკის გარეშე გამოჩნდა.

ჯენიფერ ლოპესი Met Gala-ს პრეფართიზე შავი ანსამბლით, ბენ აფლეკის გარეშე გამოჩნდა

მიუხედავად იმისა, რომ 54 წლის ვარსკვლავს მეუღლე თან არ ახლდა, ამას მისთვის ხელი არ შეუშლია კოსტიუმების წვეულების დასამახსოვრებელ მომენტი შეექმნა.

ლოპესს ,,სკიაპარელი” ეცვა, რომლის შექმნას 800 საათი და 2.5 მილიონი ვერცხლის დეტალი დასჭირდა. ბრწყინვალე ლუქს მან Tiffany & Co-ს ბრილიანტის ყელსაბამი და ანდრეა ვაზენის ფეხსაცმელი შეუხამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები