ენრიკე იგლესიასი მსმენელს დაემშვიდობა. ესპანელმა მომღერალმა, რომელმაც ჯერ კიდევ 2021-ში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, ახლახან, დანაპირები ახალი დისკის გამოშვებით შეასრულა.
29 მარტს, ,,ლათინური პოპის მეფემ”, მე-12 და უკანასკნელი სტუდიური ალბომი – Final (Vol. 2) გამოუშვა, რომელიც ამავე სახელწოდების პირველი ნაწილის გაგრძელებაა.
აღსანიშნავია, რომ 2025 არტისტისთვის საიუბილეოა. გარდა იმისა, რომ მომავალ წელს ის 50 წლის გახდება, ასევე მისი სცენაზე დებიუტიდან 30-ე წელიც აღინიშნება.
ჯერჯერობით, იგლესიასს გამოსამშვიდობებელი ტურნე არ დაუანონსებია.
შეგახსენებთ, რომ ენრიკე იგლესიასი უკვე 23 წელია ანა კურნიკოვასთან ერთად ცხოვრობს. მათ ერთმანეთი 2001 წელს, სიმღერის – Escape კლიპის გადაღებებზე გაიცნეს. მომღერალი და ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი ამ დრომდე არ დაქორწინებულა. წყვილს 3 შვილი ჰყავს.