სულ ცოტა ხნის წინ, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი განქორწინებას გეგმავენ. ამის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტი ტაბლოიდი წერს. ინსაიდერების ცნობით, წყვილი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობს.
ჯეი ლო და ბენ აფლეკი განქორწინებას გეგმავენ, ბენი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა
აღნიშნული ინფორმაციის ფონზე, 54 წლის არტისტი კვლავ მარტო, მეუღლის გარეშე გადაიღეს. ის ლოს-ანჯელესში მდებარე საცეკვაო სტუდიისკენ მიემართებოდა და სხვათა შორის, შესანიშნავ განწყობაზე იყო.
ცნობისთვის, ჯეი ლო და ბენი ბოლოს ერთად 7 კვირის წინ გადაიღეს და ორივეს არც თუ ისე ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა.
როცა მხოლოდ ექს-ცოლთან იცინი – ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი ყვავილით ხელში პაპარაცების ობიექტივში


