LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა სოხაძე: „გადაცემა მე თვითონ გავაჩერე. ამიხსნან, რატომ ღირს ეს კანონი ასე ძვირი… გადაცემა წავიყვანო კი არა, სახლიდან გასვლა არ მინდა!..“

350
ირმა სოხაძე

ირმა სოხაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და საკუთარი გადაცემის შეჩერების შესახებ ჟურნალ „სარკის“ კითხვებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ გადაცემა არავის დაუხურავს, მისი გაჩერების გადაწყვეტილება თავად მიიღო:

„გადაცემა არავის დაუხურავს, ეგ არის ტყუილი! ვიღაცას აწყობს, ასე თქვას, რომ გადაცემა დამიხურეს პრესისთვის მიცემული ინტერვიუს გამო. მსგავსი არაფერი ხდება. მე თვითონ გავაჩერე გადაცემა…

ყველაზე მეტად რაც მომწონდა და ვენდობოდი ხელისუფლებას, ის იყო, რომ უსმენდა ხალხს და სულ მაჯაზე ედო ხელი… ეს იყო მათი ხიბლი და ამიტომაც ვენდობოდი მეც და ბევრი ჩემნაირიც. მათი იმედი მქონდა, რომ არ დაუშვებდნენ ხალხის ასეთ დაპირისპირებას. დღემდე ტრავმული შიში მაქვს წინა ხელისუფლების დაბრუნებისა…

„უკვე ერთი კვირაა ეთერში არ ვართ, ახლა არ არის ამ გადაცემის დრო და ადგილი“ – რას ამბობს ირმა სოხაძე „პოსტვ“- დან წამოსვლის მიზეზებზე

ჩემზე დიდი ქოცი და ხელისუფლების მომხრე, ძნელია, რომ საქართველოში მოძებნოთ. სულ მეშინია ნაცების, რევანშის, მაგრამ რომელი შავი ფული იზამდა იმას, რაც ამ კანონის შემოტანამ გააკეთა?! რომელი მცდელობა დააპირისპირებდა ასე ნახევარ ქვეყანას მეორე ნახევართან?! გადაცემა წავიყვანო კი არა, სახლიდან გასვლა არ მინდა!..

ვინც მაბრალებს, რომ გავიღვიძე და ახლა გამოვიხედე თვალებში, ძალიან ცდება. შარშანვე ვაპროტესტებდი ამ ამბავს და სტუდიიდან განცხადებაც გავაკეთე, რომ ეს კანონი არ მომწონდა…

ირმა სოხაძე: „მე უფრო არ მინდა რუსეთი… ღამეები არ მძინავს, ეკრანს ვუყურებ და ვტირი… რა ბედნიერები ვიყავით ამ კანონის დაინიცირებამდე, მართლაც გვჯეროდა, რომ „ზღაპრის ბოლო კეთილია“

ბოლოს ფეხბურთში გამარჯვების შემდეგ, სად იყო ოპოზიცია, არავინ იცოდა და არც რაიმე სახის ვნებათაღელვა ყოფილა. ჩემ ირგვლივ ყველა იმას აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური სიმშვიდე ნამდვილად სუფევდა ქვეყანაში და არავის ჰქონდა იმის განცდა, რომ ოპოზიცია ქვეყანას ააყირავებდა არჩევნებამდე ან მას შემდეგ. მთელი თბილისი „ზღაპრის ბოლო კეთილი“-ს მღეროდა და ოპოზიციას პულსი არ ესინჯებოდა. რაღაცას ფაფხურობდნენ, რაც სასაცილოდ არ ჰყოფნიდა არავის. ახლა კი ხალხია გაგიჟებული…“

ირმა სოხაძესთან ვრცელ ინტერვიუს ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში გაეცნობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g