წლევანდელ „კანის“ კინოფესტივალზე დემი მურის ლუქები ყველაზე დასამახსოვრებელი და გლამურული გამოდგა. 61 წლის მსახიობმა დახვეწილ და გემოვნებიან სტილს არც ამჯერად უღალატა და ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველზე გემოვნებიანი ქალბატონის ტიტულიც მოიპოვა.
61 წლის დემი მურის ექსტრაორდინარული გამოჩენა კანის წითელ ხალიჩაზე
ამჯერად მური კანის წითელ ხალიჩაზე ულამაზესი კაბით გამოჩნდა. ეს გახლდათ „ელი სააბის“ თეთრი კაბა, რომელსაც შავი კოპლები ამშვენებდა. აღნიშნულ ლუქს ვარსკვლავმა შავ თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ფეხსაცმელი და Chopard-ის სამკაული შეუხამა.
„როცა ასაკს საბოლოოდ ამარცხებ“, „წლის ყველაზე დახვეწილი ლუქი“, – არ წყდება კომენტარები.
„ეს ჩემთვის უსაყვარლესი პროცესია“ – 61 წლის დემი მური შთამბეჭდავ ფოტო/ვიდეო მასალას გვიზიარებს