ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე მორიგ მიმართვას ავრცელებს, რითაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
სააკაშვილი ადამიანებს, ვინც ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს, ურჩევს „ეს გეგმა“ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე გადადონ.
„ყველა ვინც აქამდე ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობდით, ახლა ეს გეგმა ზუსტად 150 დღით უნდა გადადოთ და შემდეგ წასვლაც აღარ დაგჭირდებათ.
ამ ერთხელაც სიტყვაზე მენდეთ – ის ევროპა, საითკენაც მიისწრაფვით, აქ გვექნება, ბევრად უკეთესი ფორმით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.