ბარბადოსელი ლამაზმანი, რიანა საკუთარი ბრენდის ახალი ხაზის, თმის მოვლის საშუალებების Fenty Hair-ის პრეზენტაციაზე გამოჩნდა. ამ დღეს არტისტი და „ბიზნეს ვუმენი“ შეცვლილი ვარცხნილობით იყო წარმოდგენილი. მან ამჯერად პარიკის გარეშე გადაწყვიტა საზოგადოების წინაშე გამოჩენა.
რირის შავი შარვალი და მაისური ეცვა, ზემოდან კი ყავისფერი, ხელოვნური ბეწვის ქურქი ჰქონდა მოცმული.
რამდენიმე დღით ადრე, რიანა სახალისო წარწერიანი მაისურით გამოჩნდა, ეს გახლდათ მაისური წარწერით – „პენსიაზე ვარ“.
და მართლაც, უკვე დიდი ხანია, რაც რიანა მუსიკალურ ინდუსტრიას ჩამოშორდა და საკუთარი შესაძლებლობები მოდისა და სილამაზის სამყაროში გამოავლინა. მისი ამ დროისთვის ბოლო, მერვე სტუდიური ალბომი – Anti, მან 8 წლის წინ გამოვიდა.
,,უბრალოდ დაელოდეთ” – რიანა ახალი დისკის გამოშვებას კიდევ დიდხანს არ აპირებს