სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, სამედიცინო დაწესებულებიდან მორიგ სტატუსს აქვეყნებს.
როგორც ზუკა ბერძენიშვილი წერს, მას ამ წუთებში, ცხვირის ოპერაციისთვის ამზადებენ:
„მეგობრებო, ყველას მადლობა და ბოდიში, რომ ვერ გპასუხობთ.
სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ.
შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდე რაღაც პატარა ძვალი არის გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. სხვა ყველაფერი შევამოწმეთ და არაფერი მჭირს.
ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს.
ასევე, აქედანვე ხელს დავუქნევ შალვა საწყალ პაპუასას.
ცხადია, დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები. ჩემთვის პატივია“, – წერს ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.
მეგობრებო, ყველას მადლობა და ბოდიში რომ ვერ გპასუხობთ. სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და…
Posted by Zuka Berdzenishvili on სამშაბათი, 11 ივნისი, 2024
შეგახსენებთ, დღეს სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი სცემეს, რის შესახებაც ინფორმაცია თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტმა სალომე ბარკერ ნიკოლეიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.
ცნობისათვის, ზურა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.