ვენსან კასელის ორი ქორწინებიდან სამი ქალიშვილი ჰყავს, დევა და ლეონი მონიკა ბელუჩისგან, ამაზონი კი ტინა კუნაკისგან. მათგან ყველაზე პოპულარული დევაა, რომელიც მიუხედავად ასაკისა, უკვე ბრწყინვალე, შემდგარი მოდელია. 14 წლის ლეონის შესახებ საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი, ის არც თუ ისე ხშირად ჩნდება გლამურულ ღონისძიებებზე.
თუმცა, რამდენიმე დღის წინ გოგონამ ვენსანს „მამის დღე“, საარქივო ფოტოთი მიულოცა. მედია დაინტერესდა ლეონის ცხოვრებით და აღმოაჩინა, რომ გოგონა ტიკ ტოკზე სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება.
აღსანიშნავია, რომ ლეონი საოცრად ლამაზი გოგონაა, თუმცა, ის არც დედას ჰგავს და არც მამას. ფოტოს გავრცელების შემდეგ, ბელუჩისა და კასელის უმცროსი ქალიშვილის ვიდეოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა.
გაიცანით მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის სასიძო – 19 წლის დევამ გულისსწორი გამოაჩინა
@leonie.csl last day of school my g #fyp #prt #pourtoi #TiktokFashion ♬ som original – Diesperfe
@leonie.csl tall girl problems #fyp #prt ♬ u kno im saucy – audiosss