პრობლემური ანტენა BMW-თვის 5 მილიონ დოლარიანი სარჩელით დასრულდა. BMW-ს მეპატრონეებმა ავტომწარმოებლის წინააღმდეგ კალიფორნიაში კოლექტიური სარჩელი შეიტანეს, სადაც ამტკიცებდნენ რომ გაუმართავი მოწყობილობის გამო ანტენაში წყალი ხვდებოდა და მნიშვნელოვან კომპონენტებს აზიანებდა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ BMW-ემ წესით იცოდა ამ დეფექტის შესახებ და მას საგულდაგულოდ მალავდა. შედეგად ავტომფლობელებს საკმაოდ ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების ჩატარება მოუწიათ.
პრობლემა აღმოაჩნდა BMW 3-ს, 5-ს და მე-7-ე სერიას, ასევე X1-ისა და X7-ის თითქმის ყველა კროსოვერს.