ბათუმში პარაშუტი ჩამოვარდა, შედეგად ერთი ტურისტი დაიღუპა და მეორე კი დაშავდა.
ადგილობრივების თქმით, ძლიერი ქარის შედეგად პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტები, ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ. დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, ხოლო ქალი ადგილზე დაიღუპა.
ექიმების თქმით, პაციენტს ამ დროისთვის, სამედიცინო კვლევები უტარდება.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.