LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში – მძიმედ დაშავებული ახალგაზრდა მოტოციკლის მძღოლი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა

259
ავტოსაგზაო შემთხვევა გომბორზე

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში მსხვერპლით დასრულდა – შემთხვევა თელავი-ვაზიანი-გომბორის გზის დასაწყისში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 33 წლის კაცი. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ.

გავრცელებული ინფორმაციითვე, შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავებული მოტოციკლის მძღოლი, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.

როგორც შინაგან სამინისტროში რადიო „ფორტუნას“ განუცხადეს საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები