BMW 400 ათას მანქანას უკან გამოიწვევს, რაც აირბაგის აფეთქების საშიშროებას უკავშირდება. აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური მართვის სააგენტომ 378 263 ძველი BMW-ს შეკეთების აუცილებლობა დააანონსა.
საშიშად ცნეს მე-3 სერიის სედანები და უნივერსალები, რომლებიც 2006-დან 2011 წლამდე პერიოდშია გამოშვებული. მიზეზი – სამწუხაროდ ცნობილი ფირმა Takata-ს უსაფრთხოების ბალიშებია, რომელსაც აფეთქება და სავალალო შედეგების გამოწვევა შეუძლია.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც „სამიანების“ მეპატრონეები რომლებსაც Sport ან M-sport საჭე აქვთ, სერვისში აირბეგის პოტენციური გაუმართაობის გამო მივიდნენ. საბედნიეროდ, ამ დრომდე არანაირი უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.