„პარადოქსია სალომე ზურაბიშვილის მოცემულობა, მაგრამ კიდევ უფრო პარადოქსია, როცა პრეზიდენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ცნობილია როგორც კონსტიტუციის დამრღვევი, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, ზურაბიშვილს როცა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ ცნობს, როცა სარჩელის შეტანა უნდა, მაშინ აღიარებს.
„პრეზიდენტი სამწუხაროდ უკვე დიდი ხანია საქართველოს ინტერესებს აღარ იცავს და არის ამ რაღაც გლობალური პროექტის ნაწილი… მმართველი გუნდის ბრალეულობა მხოლოდ ერთი რამეა“ – ქადაგიშვილი ზურაბიშვილზე
„მმართველი გუნდის ბრალეულობა მხოლოდ ერთი რამეა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნა და ამ ქვეყანაში უკრაინიზაცია არ მოხდა. დანარჩენი, ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრძოლაა“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„დილა-საღამოს სახელმწიფო პირადი საკუთრება ჰგონია, როცა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს გახსნის, როცა უნდა – დახურავს, ამიტომაც არის ნულოვანი რეიტინგის“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.