LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეფილმების მონტაჟის რეჟისორი ალექსანდრე ერმაკოვი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს

603
ალექსანდრე ერმაკოვი

„საქართველოს პირველი არხის ტელეფილმების მონტაჟის რეჟისორი ალექსანდრე ერმაკოვი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა“ – ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ერმაკოვს ნამუშევარი აქვს პირველი არხის დოკუმენტურ ფილმებზე, როგორებიცაა: „სტოქსი… პოლკოვნიკის დახეული წერილები“, „ჩვენი საქართველო“, „ოკუპაცია“, „ჭაბუკიანის ხანძარი“, „საგარეო ვექტორი“ და სხვა.

რადიო „ფორტუნა“ სამძიმარს უცხადებს ალექსანდრე ერმაკოვის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და კოლეგებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g