LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაატა მანჯგალაძე: „როგორც ეშმაკს ეშინია ჯვრის, ისე ეშინია „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის სურათის“

126
პაატა მანჯგალაძე

„იმდენს საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის სურათზე, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ როგორც ეშმაკს ეშინია ჯვრის, ისე ეშინია „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის სურათის, თორემ ვერ გავიგე ახლა, პატიმარი ადამიანის სურათი ვიღაცამ დადო იქ, როგორ შეიძლება პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იყოს?“ – ასე გამოეხმაურა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე „დემოკრატიის ფესტივალზე“ გამოფენილ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათს, რომელსაც რასაც „ქართული ოცნების“ მხრიდან შეფასებები მოჰყვა.

„არჩევნები ჯერ ოფიციალურად გამოცხადებული არ არის და კამპანიაც დაწყებული არ არის. მათ შორის, არც პარტიები არ გადასულან აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე. ეს მაშინ იქნებოდა ჩარევა, თუ ერთი კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ დაიწყებოდა. „დემოკრატიის ფესტივალის“ და მსგავსი ფორუმების საშუალებით საქართველოში მეტ-ნაკლებად ყველა პარტიას შესაძლებლობა ეძლევა საკუთარ მოქალაქეებს ჩააბაროს ანგარიში გაწეულ საქმიანობაზე და მოუყვეს რის გაკეთებას აპირებს. „ქართული ოცნება“ იმას კი არ უნდა ებრძოდეს, რომ რატომ ატარებენ ასეთ ანგარიშებს, არამედ ჩვენ რატომ არა ვართ წარმოდგენილი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g