ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ნაწულუკუში, გვიან ღამით მოხდა.
არსებული ცნობითვე, რამდენიმე პირი ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლში შეიჭრა.
როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ჰყვებიან, ნაცემია ოჯახის ერთ-ერთი წევრი და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.