LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს ყველაზე ლამაზი გოგონა ამერიკული არმიის ოფიცერია

126
gettyimages-2164868702

ლოს-ანჯელესში რიგით 73-ე სილამაზის კონკურსი „მის აშშ“ დასრულდა. გამარჯვებული გახდა „მის მიჩიგანი“, სამხედრო დანაყოფის ოფიცერი – ალმა კუპერი, წერს CNN.
სილამაზის კონკურსში ერთმანეთს 50 მონაწილე ეჯიბრებოდა. კუპერმა სტენფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა.

„მე როგორც მშრომელი მიგრანტის ქალიშვილი, ამაყი აფრო-ლათინო ამერიკელი და აშშ-ს არმიის ოფიცერი, ამერიკული ოცნებით ვცხოვრობ. თუკი ცხოვრებამ და დედამ რამე მასწავლეს, ეს არის ის, რომ გარემოებები თქვენს ბედს ვერ განსაზღვრავენ: თქვენ შეგიძლიათ წარმატება ხელმისაწვდომი გახადოთ, როცა სრულყოფილებისკენ ისწრაფვით“, – უთხრა ლამაზმანმა ჟიურის.

კუპერი ქვეყანას „მის სამყაროზე“ წარადგენს, შემდეგ კი პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები