LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს და მამას არაქრისტიან მატყუარას უწოდებს

252
page

ილონ მასკის ტრანსგენდერმა შვილმა, ვივიენ უილსონმა სოციალურ ქსელში სკანდალური ვიდეო გაავრცელა, რომელმაც ინტერნეტსივრცე უმოკლეს დროში მოიცვა.

ვიდეოში 20 წლის ვივიენი საკუთარ მამას არაქრისტიან მატყუარას უწოდებს.

„მას სრულებითაც არ აღელვებს მსოფლიო კლიმატის პრობლემები და მარსზე კოლონიზაციის საკითხზეც ბევრს ცრუობს. ერთხელ მან არაბულ ენას, მტრების ენა უწოდა“, – ამბობს ის.

ცნობისთვის, ვი­ვი­ენი ტყუ­პის­ცალ ძმას­თან, გრი­ფინ­თან ერ­თად 2004 წელს, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­ი­ბა­და, ის მას­კი­სა და მისი პირ­ვე­ლი ცო­ლის, ჯას­ტი­ნ უილსონის შვილია. ქსავიე რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და, თა­ვი­სი გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბა მა­მა­მი­სისთვის და­ე­მა­ლა. მან „ქა­მინგ-აუთი“ 2022 წელს გა­ა­კე­თა. პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ხე­ლი, ქსა­ვი­ე­რი ვი­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა და დე­დის გვარ­ზე, უილსონზე გა­და­ვი­და. მას ამ ეტაპზე მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

„მე შვილი დავკარგე… ჩემი ვაჟი მოკლეს…“ – ილონ მასკი ტრანსგენდერ შვილზე განცხადებას ავრცელებს

52 წლის ილონ მასკს მე-12 შვილი შეეძინა და ის გაჩერებას არ აპირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები