LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: „თუ ბიძინა ბუჩქებში დარჩება ვაია, თუ გამოვა ვუია…“

167
გია ხუხაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და საპარლამენტო არჩევნების შესაძლო შედეგებზე, საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ყურადღებას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ მოღვაწეობაზე ამახვილებს:

„ცოტა ხანს დავასვენოთ ჩვენი ჟურნალისტები და მოსაზრებები ფბ-მონოლოგის რეჟიმში გადავიტანოთ. თუ ცოტა წინ გავიხედავთ და მოვლენების განვითარების ვარიანტების მოდელირებას მოვახდენთ, დავინახავთ, რომ პოლიტიკური ლოგიკა ბიძინას უბიძგებს პრეზიდენტის პოსტის დაკავებისკენ.

გია ვოლსკი: „მიზანი აქვთ, რომ როგორმე ტონი აიმაღლონ, იქნებ ბიძინა ივანიშვილი თუ პრემიერი მათთან დებატებში შევიდეს – სალომე ზურაბიშვილის წინადადების მიღება არ შეიძლება, ეს პოლიტიკურ სივრცეს დააზიანებს“

„ქართული ოცნება“ მოიგებს, თუ წააგებს არჩევნებს, ივანიშვილს ორივე შემთხვევაში სჭირდება მაღალი დონის პოლიტიკური იმუნიტეტი, რათა შეეცადოს დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

პრეზიდენტობის შანსი მას არჩევნების წაგების შემთხვევაშიც ექნება. ეს კი გარდა პირადი პრობლემების გადაწყვეტისა, საჭიროების შემთხვევაში მას შეუქმნის სერიოზულ პლატფორმას რევანშისთვის. მით უმეტეს, თუ რიგგარეშე არჩევნები შედგა.

თუმცა, მისთვის უკიდურესად არაკომფორტულია საპარლამენტო არჩევნებამდე საკუთარი სურვილის გამჟღავნება იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ ფაქტობრივად ერთხმად დაუჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას.~

„არ მჯერა, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეიძლებოდეს ერთ პრემიერზე შეთანხმება, სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, შეიძლება შეთანხმება ტექნიკურ მთავრობაზე, მაგრამ ჯერ ჭი­და­ო­ბენ“ – პრეზიდენტი

ამ შემთხვევაში, ის იძულებული გახდება მიიღოს ზურაბიშვილის გამოწვევა და შევიდეს მასთან პოლემიკაში, რაც ესმის რომ სრულიად დაანგრევს მისი უძლეველობის მითოლოგიას.

ამიტომ ვიხილეთ ჩვენ სალომეს მხრიდან დებატების შეთავაზებაზე სრული ისტერია მისი ხელის ბიჭების მხრიდან.

„ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის და რას უკეთებს ამ ქვეყანას“ – პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

„ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას“ – პრეზიდენტი ივანიშვილის დებატებში იწვევს

მეორეს მხრივ, როდესაც ოპოზიცია თანხმდება საერთო კანდიდატზე, ხოლო ხელისუფლება დუმს, ეს არის მათი შიშების დემონსტრირება და შესაბამისად სერიოზული კოზირი ოპოზიციის ხელში რისი გათამაშებაც საუკეთესოდ შეიძლება.

კიდევ უკეთესი იქნება, თუ ოპოზიცია შეთანხმდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზეც, რომლის საპირწონეს წარმოდგენაც ასევე გაუჭირდება ხელისუფალს.

ჩათვალეთ, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციას ეყოლება ორი დამატებითი ორთქლმავალი ოქრო-ვერცხლით დატვირთული, მაგრამ უძრავად მდგომი სახელისუფლებო ვაგონების წინააღმდეგ.

შალვა პაპუაშვილი: „სალომე ზურაბიშვილი ჩართულია პირდაპირ წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც კონსტიტუციის დარღვევაა… გუშინ კვლავ განაცხადა, რომ ის არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას“

ეს ყველაფერი უნდა გახდეს საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკური ხაზი. თუ ბიძინა ბუჩქებში დარჩება ვაია, თუ გამოვა ვუია…“ – წერს გია ხუხაშვილი.

ცოტა ხანს დავასვენოთ ჩვენი ჟურნალისტები და მოსაზრებები ფბ-მონოლოგის რეჟიმში გადავიტანოთ. თუ ცოტა წინ გავიხედავთ და…

Posted by Gia Khukhashvili on Tuesday 6 August 2024
magti 5g