ტეილორ სვიფტის The Eras Tour-ის ევროპული კონცერტების სერია სრულდება. დასკვნითი პერფორმანსით, არტისტი 20 აგვისტოს, ლონდონში იმღერებს. 33 წლის შემსრულებელმა უემბლის სტადიონი, 15 აგვისტოს დაიკავა.
მუსიკოსის შოუებთან დაკავშირებით, ინგლისში უსაფრთხოების მკაცრი ზომები ამოქმედდა. ათი ათასობით მსმენელის დასაცავად, გამოყოფილია სამთავრობო და კერძო კონტრტერორისტული ძალები. აღსანიშნავია, რომ სტადიონს გარეთ, მომღერლის ფანებს შეკრება ეკრძალებათ.
124 000 მსმენელი სტადიონის შიგნით და გარეთ – ტეილორ სვიფტის წარმოუდგენელი კონცერტი მიუნხენში
ქვეყანაში უსაფრთხოების ასეთი მკაცრი ზომების გატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გასულ კვირას, სვიფტის კონცერტები ვენაში, თავდასხმის ჩაშლილი შეთქმულების გამო გაუქმდა.
ტეილორ სვიფტის კონცერტზე ტერორისტული აქტი იგეგმებოდა – მომღერლის პერფორმანსები ავსტრიაში გაუქმდა