„დედპული და ვულვერინი“ R-რეიტინგის მქონე ფილმებს შორის, ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი კინოსურათი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია Marvel-ის სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ფილმის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით 1, 086 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მანამდე ეს რეკორდი „ჯოკერს“ ეკუთვნოდა. ამ უკანასკნელმა 1,078 მილიარდი დოლარი მოაგროვა. ცნობისთვის, R რეიტინგი ენიჭება ფილმებს, რომლებიც მხოლოდ ზრდასრული აუდიტორიისთვისა განკუთვნილი.
შეგახსენებთ, ფილმის პრემიერა 26 ივლისს შედგა. მთავარ როლებს რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი ასრულებენ.
რაიან რეინოლდსი და ჰიუ ჯეკმანი დაბრუნდნენ – ნახეთ Deadpool & Wolverine-ის პირველი ტრეილერი
Come again? 👂 #DeadpoolAndWolverine is the #1 R-Rated movie of all time ❤️💛
— Marvel Entertainment (@Marvel) August 16, 2024
pic.twitter.com/fw568fOOp1