LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა თავართქილაძე: „რეზიკოს დამსახურება უფრო არის, რომ ბედნიერად და კარგად ვცხოვრობთ, რადგან აბსოლუტურად უკონფლიქტო ადამიანია. სულ იმას ფიქრობს, ხელი შეგიწყოს და ყველაფერი კარგად იყოს…“

223
თეონა თავართქილაძე და რეზი არველაძე

დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ წლებთან ერთად ბევრი რამ გადააფასა – რაზეც წლების წინ ნერვიულობდა, ახლა ფიქრობს, რომ ის ამად არ ღირდა. ერთადერთი, რასაც ცვლილებები არ შეეხო, მისი ოჯახური ღირებულებებია, ქმართან, შვილებთან ურთიერთობაა. დიზაინერი ჟურნალ „სარკის“ კითხვებს პასუხობს.

– თქვენ და რეზი არველაძეს მრავალწლიანი მყარი ოჯახი გაქვთ. რა არის თქვენი ოჯახური ბედნიერების საიდუმლო?

– ურთიერთგაგება და სიყვარული. რეზიკოს დამსახურება უფრო არის, რომ ბედნიერად და კარგად ვცხოვრობთ, რადგან აბსოლუტურად უკონფლიქტო ადამიანია. სულ იმას ფიქრობს, ხელი შეგიწყოს და ყველაფერი კარგად იყოს. ადრე ძალიან ხშირად დავდიოდით სამოგზაუროდ. მაგრამ ახლა ჩემი საქმიანობის გამო, დიდ დროს ვეღარ ვუთმობთ ერთმანეთს. ჩემი შვილები აქ არ ცხოვრობენ და თვეობით ვიყავი ხან ერთთან, ხან მეორესთან, მაგრამ ახლა სამი დღით წასვლასაც ვერ ვახერხებ.

– კრიზისები თუ გქონიათ?

– საქმიანობაში ეს ჩვეულებრივი მომენტია. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით, მინდა, რომ უფრო კარგი გამოდიოდეს.

როცა ჩემს საქმეში კრიზისული პერიოდია, მშველიან მეგობრები, ოჯახის წევრები, გუნდი, რომელთან ერთადაც ვმუშაობ. მშველის ოპტიმიზმი, რომელიც ხასიათში მაქვს.

რა თქმა უნდა, როცა ადამიანი იზრდება, ეცვლება ღირებულებები და ფასეულობები. სხვანაირად უყურებ ცხოვრებას. რაზეც ადრე ნერვიულობდი, მერე ფიქრობ ნეტა, ამაზე რა მანერვიულებდაო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g