LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ, Nissan-მა, Honda-მ და Mazda-მ ავტომობილების გამოშვება შეწყვიტეს

126
Toyota-მ, Nissan-მა, Honda-მ და Mazda-მ ავტომობილების გამოშვება შეწყვიტეს

იაპონიაში Toyota-ს, Nissan-ის, Honda-ს და Mazda-ს ქარხნები გააჩერეს. ქვეყანა ტაიფუნის დასახვედრად ემზადება. სტიქიური მოვლენის მარშრუტი კუნძულოვანი სახელმწიფოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გაივლის და დიდი ავტომწარმოებლების ქარხნებიც სწორედ ამ ტერიტორიაზე განთავსებული.

Toyota-მ სტიქიასთან შეხვედრამდე რისკების შესამცირებლად დროებით 14 საწარმო გააჩერა. Nissan-მა Honda-მ კუნძულზე მდებარე ქარხნებში აიღეს პაუზა.

ქარის სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევს. მეტეოროლოგები ყველას აფრთხილებენ, რომ სტიქიას წყალდიდობის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ხელისუფლებამ 4 მილიონი ადამიანის ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები