LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური ოპერა და ნეაპოლიტანური მუსიკა – „ეს იქნება მრავალფეროვანი, საკმაოდ მსუბუქი და სასიამოვნო საღამო“ – 6 სექტემბერს კონსერვატორიაში, აუდიტორიის წინაშე მსოფლიოში აღიარებული იტალიელი ტენორი ფაბიო ანდრეოტი წარდგება

757
ფაბიო ანდრეოტი

შემოდგომის საკონცერტო სეზონის უნიკალური სტარტი – 6 სექტემბერს 20:00 საათზე თბილისის კონსერვატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული იტალიელი ტენორი ფაბიო ანდრეოტი აუდიტორიის წინაშე წარდგება.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიული სცენიდან ნეაპოლიტანური, მომაჯადოებელი სიმღერების პარალელურად ჯაკომო პუჩინის, ჟორჟ ბიზეს, ჯოაკინო როსინის, ჟიულ მასნესა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ცნობილი ოპერების არიები შესრულდება.

მუსიკის მოყვარულებისთვის მთავარი მოვლენის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „არტ-FM”თავად ისაუბრა იტალიელმა ტენორმა, ფაბიო ანდრეოტმა.

როგორც იტალიელმა ტენორმა „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა, საქართველოში პირველად იმყოფება. მისი თქმით მოხარულია, რომ უწევს ჩვენი ქვეყნის აუდიტორიის წინაშე წარსდგომა:

„მივესალმები რადიო „ფორტუნას“ მსმენელს, მოხარული ვარ გავაცნო ქართველ მსმენელს იტალიური მუსიკა. ეს განსხვავებული რამაა, არ მოიცავს მხოლოდ ოპერას, ეს იქნება მრავალფეროვანი კონცერტი, რომელიც მოიცავს პუჩინის, ვერდის და ასე შემდეგ. იქნება საკმაოდ მსუბუქი და სასიამოვნო საღამო“ – განაცხადა ფაბიო ანდრეოტმა.

კონცერტის მნიშვნელობაზე ისაუბრა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში, RED EVENTS & Distribution Ltd – ის პროექტის მენეჯერმა საქართველოში ნიკოლოზ ძმანაშვილმა:

„ჩვენი კომპანია მუდმივად მომართულია იმისკენ, რომ განსხვავებული სიახლეები შესთავაზოს მსმენელს საქართველოში. ქართველი  მსმენელისთვის რთულია ისეთი რამის შეთავაზება, რაც მას გააკვირვებს, რადგან საქართველო ერთ -ერთი მდიდარი ქვეყანაა მუსიკალური მიმართულებით – ამიტომ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სწორედ იტალიური იოპერა და კონკრეტულად, ნეაპოლური არიები საინტერესო იქნებოდა ქართველი მსმენელისთვის. ჩვენი კომპანია ერთი წელია, რაც ქართულ ბაზარზე მუშაობს შესაბამისად ვცდილობთ ყოველი პროექტი უნიკალური და გამორჩეული იყოს ჩვენი მსმენელისთვის”- განაცხადა ძმანაშვილმა.

შეგახსენებთ, ფაბიო ანდრეოტი – საერთაშორისოდ ცნობილი იტალიელი ტენორი, დაიბადა რომში და თავდაპირველად სწავლობდა პოლიტიკურ მეცნიერებებს რომის უნივერსიტეტში La Sapienza. მხოლოდ მოგვიანებით მან მიუძღვნა თავი ვოკალის შესწავლას  იტალიელი ოსტატების ანტონიო ბეიერისა და ჯანი რაიმონდის ხელმძღვანელობით. მისი პროფესიონალური დებიუტი შედგა 2006 წელს ჰაიდნის “Salve Regina”-ით და მალევე მოიპოვა პირველი პრიზი ფრანჩესკო ალბანეს კონკურსზე ალფრედოს არიით ვერდის „ტრავიატადან”.

21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში მან მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს და გლობალურ ცნობადობას – იტალიიდან სამხრეთ კორეამდე და აშშ-მდე. მან შეასრულა მთავარი როლები ისეთ ცნობილ ოპერებში, როგორებიცაა „რიგოლეტო“, „ლა ბოჰემი“, „მადამა ბატერფლაი“, „აიდა“, „ტოსკა“ და სხვა შედევრებში.

რაც შეეხება კონცერტის ორგანიზატორებს – კონცერტს წარმოგიდგენთ RED EVENTS & Distribution Ltd, კრეატიული სააგენტო, რომელიც ცნობილია უნიკალური კულტურული გამოცდილების შექმნით საქართველოს, ევროპის, დიდი ბრიტანეთისა და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი რეპერტუარი  მოიცავს კლასიკურ მუსიკის კონცერტებს სანთლის შუქზე, მულტიმედია კონცერტებს და ღონისძიებებს გამორჩეულ ატმოსფერულ გარემოში, გამოცდილებას.

პროგრამა კი ასე გამოიყურება:

1. Il Barbiere Di Siviglia Overture. Rossini 2. La Danza “tarantella”. Rossini
3. Io te Vurria Vasa. Di Capua
4. Mattinata. Leoncavallo

5. Meditation from Thaïs. Massenet
6. Non ti Scordar di Me. De Curtis
7. Torna a Surriento. De Curtis
8. E Lucevan le Stelle from Tosca. Puccini
9. Intermezzo from Cavalleria Rusticana. Mascagni

10. Nessun Dorma from Turandot. Puccini

11. Coro a Bocca Chiusa from Madama Butterfly. Puccini 12. Granada. Lara
13. Intermezzo from Carmen. Bizet
14. Funiculì Funiculà. Denza

15. O sole Mio. Di Capua

დასაწყისი საღამოს 8:00 საათზე

მისამართი: საქართველო, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი, თბილისი, გრიბოედოვის ქ. N 8-10.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g