“სოთბის” აუქციონის სახლმა გასაყიდად უიშვიათესი Porsche 911 გაიტანა, რომელიც Carrera RSR-ის ვერსიით მხოლოდ 51 ეგზემპლარი გამოვიდა. 1993 წელს გამოშვებულმა ავტომობილმა მთელი ”ცხოვრება” ერთ ადგილზე გაატარა, მისი გარბენი მხოლოდ ათი კილომეტრია.
Carrera RSR სატრეკო სპორტქარად იყო ჩაფიქრებული და ეგზემპლართა უმრავლესობა უსაფრთხოების კარკასით გამოვიდა. გასაყიდად გამოტანილი ავტომობილი კი აუქციონის სახლის მტკიცებით, ერთია იმ ორი მოდელისგან, რომელსაც სრულფასოვანი სალონი აქვს. პირველმა მფლობელმა სალონის ინტერიერი სრულიად წითელ ფერში შეუკვეთა. ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ ავტომობილმა ორიგინალი კონფიგურაცია შეინარჩუნა. ლოტში მითითებული არ არის, თუ რატომ გაატარა 24 წელი ერთ ადგილზე.
აუქციონი მაისის ბოლოს იტალიაში გაიმართება, ღირებულება კი რამდენიმე მილიონს მიაღწევს.